კახეთში, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ხარისხის ხილი მოჰყავთ, არა მხოლოდ ყურძენი, არამედ მაყვალი, ატამი, ალუბალი და ვაშლატამა. ამერიკელები სიამოვნებით მიირთმევენ არომატულ ქართულ ხილს ისეთი ადგილობრივი მწარმოებლების დახმარებით, როგორიც გოჩა ღვინეფაძეა, რომელმაც USAID-თან პარტნიორობით შექმნა შპს აჩინებული, კომპანია, რომელიც ახალ ხილს ფასიან საექსპორტო პროდუქტად გარდაქმნის. გოჩას ჰქონდა შესანიშნავი იდეა და შრომის ეთიკა, აეშენებინა წარმატებული კომპანია, მაგრამ სჭირდებოდა ინვესტორი, რომელიც ხარისხის კონტროლის, სურსათის უვნებლობის, ბრენდინგისა და თანამედროვე მართვის სტანდარტების განვითარებაში დაეხმარებოდა. USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა დაეხმარა მას თელავში ცივი გამოწურვის ტექნოლოგიის ჩასატანად საჭირო სესხის უზრუნველყოფაში. ამ მეთოდის წყალობით პროდუქტი ინარჩუნებს ქართული ხილის ბუნებრივ გემოს, სასარგებლო ნივთიერებებს, ფერსა და კონსისტენციას. სამაცივრე მეურნეობა ეხმარება გოჩას ხილი ხანგრძლივად შეინახოს, რომ წვენი მოსავლის სეზონის შემდეგ აწარმოოს. USAID-ის ასევე დაეხმარა მას შეერთებულ შტატებში საკვები პროდუქტის გასატანად საჭირო სერტიფიკატის მიღებაში.
წარმოების პირველ წელს კომპანია აჩინებულმა საქართველოში 14 სუპერმარკეტის ხაზი და 300 პატარა მაღაზია მოამარაგა. ასევე, ქართული წვენი ექსპორტზე გაიტანა ნიუ-იორკისა და ლოს ანჯელესის რესტორნებში, უკრაინაში, ყაზახეთსა და ერაყში. გოჩას წარმატებამ სარგებელი მოუტანა თელავში ადგილობრივ თემსაც. ის ხილს ადგილობრივი ფერმერებისგან ყიდულობს და მისი კომპანია 13 კაცსა და 9 ქალს მუდმივად ასაქმებს. გოჩა მრავალ წარმატებულ ქართველ ბიზნეს ლიდერთაგან ერთ-ერთია, რომელმაც აშშ-ის მთავრობასთან გასული 30 წლის განმავლობაში ითანამშრომლა, იმ მიზნით, რომ შეექმნა ბიზნესი, რომელსაც სრულიად საქართველოსთვის შეუძლია სარგებლის მოტანა. US Embassy Tbilisi, Georgia