დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

ჩვენ შესახებ

ჩვენს შესახებ

divider

შპს “აჩინებული” მდებარეობს კახეთის რეგიონში, კერძოდ კი თელავში, აჩინებულის ტერიტორიაზე. კომპანიამ ფუნქციონირება დაიწყო 2018 წლის ივლისიდან და მისი საქმიანობაა საქართველოში არსებული ფერმერებისგან მიღებული ხილის გადამუშავება მთელი წლის განმავლობაში.

კომპანიის მიზანია მაღალი ხარისხის, 100%-ით ნატურალური ხილის წვენის წარმოება, რისთვისაც საწარმო აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების მანქანა-დანადგარებით და ფლობს წვენის წარმოების უნიკალურ რეცეპტს, რითაც მომხამრებელს სთავაზობს ნატურალურ წვენებსმ ყოველგვარი დანამატების გარეშე. საწარმოში, წელიწადში 500,000 ლიტრზე მეტი სხვადასხვა სახეობის ხილის წვენის წარმოება მიმდინარეობს. პროდუქციის რეალიზაცია, პირველ ეტაპზე ხდება ადგილობრივ ბაზარზე. სამომავალოდ კი იგეგმება ექსპორტზე გატანა,  საწარმოში მუდმივად 25 ადამიანია დასაქმებული,ხოლო სეზონურად, 8-10 ადამიანი ემატება.

”წვენი, რომელიც აცოცხლებს”

კომპანია ,,აჩინებული“ ამჟამად ხუთი სახეობის ნატურალურ წვენს აწარმოებს: ვაშლის, ატმის ყურძნის, მაყვლის და ციტრუსის, რომელიც 250 მილიგრამიან და 1 ლიტრიანი მინის ბოთლებში და 3ლიტრიან პაუჩებშია ჩამოსხმული.  ,,ალალი’’ სწორედ იმითაა უნიკალური, რომ  წვენები 100%-ით ქართული ხილისგან მზადდება ყოველგვარი ემულგატორების, კონსერვანტებისა და შაქრის დამატების გარეშე, არ შეიცავს გმო-ს. ჯანსაღი და გემრიელი წვენის დამზადებას კი რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს: ქართული მიწა, ჯანსაღი კლიმატი, გამოცდილი ფერმერი და საუკეთესო საწარმო პირობები. ფერმერებმა ყველაზე კარგად იციან როგორი უნდა იყოს ნამდვილი ქართული ხილის გემო, ჩვენ კი ზუსტად ვიცით როგორ შევინარჩუნოთ ეს გემო ალალის წვენში.

ხარისხის კონტროლის მიზნით ხილი სანამ გადამამუშავებელ ქარხანაში მოხვდება მოწმდება პესტიციდებზე, ხორციელდება მისი მიკრობიოლოგიური ანალიზი. რაც საშუალებას გვაძლევს 100% დარწმუნებულები ვიყოთ, რომ მომხმარებელს შევთავაზოთ პრემიუმ კლასის წვენი

ცოცხალი ხილის გემოს და თვისებების შესანარჩუნებლად ჩვენ ვიყენებთ ინოვაციურ, წვენის ცივად დაწურვის ტექნოლოგიას. სწორედ ამგვარად აქვს თქვენს ჭიქაში ჩამოსხმულ წვენს სოფლის ბაღში მოწყვეტილი ხილის გემო და მაქსიმალურად შენარჩუნებული ხილის სასარგებლო თვისებები.

„ალალი“ ქართული სიტყვაა, რომელიც აღნიშნავს მართალს, წრფელს, გულღიას.

მოცემულ სიტყვას ხშირად ვიყენებთ კეთილი ადამიანის დასახასიათებლად, ასევე ფრაზა „ შენზე ალალი იყოს“ ხშირად გამოიყენება „შეგერგოს“, „მშვიდობაში მოგახმაროს“ მნიშვნელობით. სახელწოდება გამოხატავს წვენის ხარისხს, ნატურალურობას და ეხმიანება ბრენდის სტრატეგიას განსაკუთრებით მისიის და სტილის ნაწილში (მახოხცლებელი წვენი, გამჭირვალე, მზრუნველი).

შეფუთვის დიზაინში გამოხატულია ბრენდის მთავარი სათქმელი: „ალალი“ ეს არის მაცოცხლებელი წვენი, რადგან იგი მომხმარებლამდე მიდის როგორც ცოცხალი ხილი და ცოცხალი ენერგია, რაც თავის მხრივ სიცოცხლის ხალისს უბრუნებს მომხმარებელს.

შეფუთვის დიზაინში ილუსტრაციისა და ფოტოს სინთეზით, დრამატიზებულია ქართული სოფლის "კეთილშობილ" მიწაზე მოყვანილი ჯანსაღი, ქართული პროდუქტი.

ქართველი პერსონაჟები, ქართული სოფლის გარემო და ატრიბუტები შეფუთვას ქართულობის

აღქმას მატებს და ამავდროულად ახალი შესაძლებლობებით გამოცოცხლებულ სოფლის ცხოვრებას გვაჩვენებს.

ბრენდის ლოგოსთვის დაიწერა საავტორო შრიფტი, რომელიც არის მკაფიო, სახასიათო და

პოზიტიური განწყობის მატარებელი.

რაც შეეხება ბრენდის კონცეფციას, ალალი არის ბრენდი, რომელიც თავისი საქმიანობით სოფლის მეურნეობის განვითარებას ეხმარება და ფერმერებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნით, ახალი სიცოცხლით ავსებს სოფლებს. სოფლის "კეთილშობილ" მიწაზე მოყვანილ ჯანსაღ პროდუქტს აწვდის მომხმარებელს, რითიც უფრო აახლოვებს სოფელს და ქალაქს ერთმანეთთან.

ბრენდის სტილია:

  • პოზიტიური - ბრენდი, რომელიც დაკავშირებულია მხოლოდ პოზიტიურ მოვლენებთან, რომელიც ფერადია და მუდამ გახარებს.
  • მეგობრული - ბუნებასთან, ადამიანებთან და ზოგადად გარემოსთან
  • გამჭვირვალე - სანდო ბრენდი, რომელიც თავის მომხმარებელს თავიდან ბოლომდე აჩვენებს პროდუქტის დამზადების ციკლს
  • SMART - თანამედროვე, გონებამახვილი, რომელიც მუდამ საინტერესო გადაწყვეტებს სთავაზობს მომხმარებელს
  • ცნობისმოყვარე - ახალი აღმოჩენების გაკეთებით დაინტერესებული, თვისება რომელიც ეხმარება ბრენდს იყოს განვითარებაზე ორიენტირებული.
  • მზრუნველი - ბრენდი, რომელსაც აქვს ემპათიის უნარი და გულთან ახლოს მიაქვს ყველა სტეიკჰოლდერის საჭიროებები

ბრენდის მისიაა:

  • წვლილის შეტანა სოფლის მეურნეობის განვითარებაში;
  • ახალი სიცოცხლე სოფელს (შესაძლებლობები ფერმერებს);
  • სოფლის “კეთილშობილ” მიწაზე მოყვანილი ჯანსაღი პროდუქტი მომხმარებლებს (ქალაქის და სოფლის დაახლოება)

ღირებულებები:

  • სამშობლოს სიყვარული - ეროვნული საქმის კეთება ერთი სულისკვეთებით
  • კეთილსინდისიერება - ყველა სტეიკჰოლდერთან ურთიერთობისას გამოჩენილი პატიოსნება, სიმართლის თქმა.
  • შრომისმოყვარეობა - დაუზარელი სწრაფვა განვითარებისკენ
  • მეცნიერული მიდგომები - დეტალებზე ორიენტირებულობა და ყველა ეტაპის მკაცრი კონტროლი, რომელიც პროდუქტში/საქმიანობაში/ურთიერთობებში აისახება
  • სიცოცხლის სიყვარული - ბრენდი, რომელიც აერთიანებს ადამიანებს, რომლებსაც უყვართ ბუნება, სიცოცხლე და გარშემომყოფები
  • ცნობისმოყვარეობა - თვისება, რომელიც ეხმარება ბრენდს თანამედროვეობის პულსზე ედოს ხელი, თვითგანვითარებაზე ორიენტირდეს და იყოს მუდამ საინტერესო

ხედვა:

  • N1 არჩევანი ქართულ ნატურალურ პრემიუმ ხარისხის წვენებში - მუდმივი აქტიური კომუნიკაციით და ხარისხის გაუმჯობესებით, გრძელვადიან პერსპექტივაში ბრენდი იქცეს მომხმარებლისთვის ყველაზე სასურველ ქართულ წვენად, როდესაც საუბარია უმაღლესი ხარისხის წვენებზე
  • ძლიერი გაერთიანების შექმნა, რომლის მიზანიც იქნება გლეხების, ბიზნესში მოღვაწე ადამიანების, ტექნოლოგების და ბიოლოგების დაკავშირება, ინფორმაციის გაცვლა, შეხვედრები და ტრეინინგები წარმატებული საქმიანობის და სოფლის გაძლიერებისთვის.
  • ახალი სეგმენტის მოსაზიდად,ბრენდის საქმიანობის მასშტაბების გასაზრდელად და მომხმარებლების მოთხოვნებზე მოსარგებად ახალი პროდუქტების წარმოება.
  • ექსპორტზე გასვლა

ბრენდ მოტო:

ბრენდი თავისი საქმიანობით და ჯანსაღი პროდუქტით ხელს უწყობს მის გარშემო გარემოს და ადამიანების გამოცოცხლებას. გამოცოცხლებაში კი იგულისხმება სიცოცხლის სიხარულის მინიჭება, იმიტომ რომ ცოცხალი ხილის ცივი დაწურვით იღებ მაქსიმალურად შენარჩუნებულ ხილის თვისებებს წვენში.

„სიცოცხლის სიხარული“

მეოჯახეები:

გაახაროს შვილი, ოჯახის წევრი ჯანსაღი პროდუქტით, ცოცხალი ხილით დაწურული წვენი სიცოცხლის სიხარულით ავსებს ოჯახის წევრებს.

მილენიალები:

სიცოცხლის სიხარულით აივსო, როდესაც ჯანსაღი, ცოცხალი ხილისგან დაწურული პროდუქტი მიიღო, ბედნიერი და კმაყოფილია საკუთარი თავით.

ობიექტები:

კარფური, ფრესკოები, გუდვილი, უნივერსამი, აგროჰაბი, მემო, ზღაპარი, ბაია, ექსპრეს ქსელი, იფქლი, ჯიბე, ლიდერფუდი, დეილი.

ონლაინ პლატდორმა:

https://soplidan.ge/?sl=ka

https://vendoo.ge/

კონტაქტი ჩვენს შესახებ