შპს “აჩინებული” მდებარეობს კახეთის რეგიონში, კერძოდ კი თელავში, აჩინებულის ტერიტორიაზე. კომპანიამ ფუნქციონირება დაიწყო 2018 წლის ივლისიდან და მისი საქმიანობაა საქართველოში არსებული ფერმერებისგან მიღებული ხილის გადამუშავება მთელი წლის განმავლობაში.
კომპანიის მიზანია მაღალი ხარისხის, 100%-ით ნატურალური ხილის წვენის წარმოება, რისთვისაც საწარმო აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების მანქანა-დანადგარებით და ფლობს წვენის წარმოების უნიკალურ რეცეპტს, რითაც მომხამრებელს სთავაზობს ნატურალურ წვენებსმ ყოველგვარი დანამატების გარეშე. საწარმოში, წელიწადში 500,000 ლიტრზე მეტი სხვადასხვა სახეობის ხილის წვენის წარმოება მიმდინარეობს. პროდუქციის რეალიზაცია, პირველ ეტაპზე ხდება ადგილობრივ ბაზარზე. სამომავალოდ კი იგეგმება ექსპორტზე გატანა, საწარმოში მუდმივად 25 ადამიანია დასაქმებული,ხოლო სეზონურად, 8-10 ადამიანი ემატება.
”წვენი, რომელიც აცოცხლებს”
კომპანია ,,აჩინებული“ ამჟამად ხუთი სახეობის ნატურალურ წვენს აწარმოებს: ვაშლის, ატმის ყურძნის, მაყვლის და ციტრუსის, რომელიც 250 მილიგრამიან და 1 ლიტრიანი მინის ბოთლებში და 3ლიტრიან პაუჩებშია ჩამოსხმული. ,,ალალი’’ სწორედ იმითაა უნიკალური, რომ წვენები 100%-ით ქართული ხილისგან მზადდება ყოველგვარი ემულგატორების, კონსერვანტებისა და შაქრის დამატების გარეშე, არ შეიცავს გმო-ს. ჯანსაღი და გემრიელი წვენის დამზადებას კი რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს: ქართული მიწა, ჯანსაღი კლიმატი, გამოცდილი ფერმერი და საუკეთესო საწარმო პირობები. ფერმერებმა ყველაზე კარგად იციან როგორი უნდა იყოს ნამდვილი ქართული ხილის გემო, ჩვენ კი ზუსტად ვიცით როგორ შევინარჩუნოთ ეს გემო ალალის წვენში.
ხარისხის კონტროლის მიზნით ხილი სანამ გადამამუშავებელ ქარხანაში მოხვდება მოწმდება პესტიციდებზე, ხორციელდება მისი მიკრობიოლოგიური ანალიზი. რაც საშუალებას გვაძლევს 100% დარწმუნებულები ვიყოთ, რომ მომხმარებელს შევთავაზოთ პრემიუმ კლასის წვენი
ცოცხალი ხილის გემოს და თვისებების შესანარჩუნებლად ჩვენ ვიყენებთ ინოვაციურ, წვენის ცივად დაწურვის ტექნოლოგიას. სწორედ ამგვარად აქვს თქვენს ჭიქაში ჩამოსხმულ წვენს სოფლის ბაღში მოწყვეტილი ხილის გემო და მაქსიმალურად შენარჩუნებული ხილის სასარგებლო თვისებები.
„ალალი“ ქართული სიტყვაა, რომელიც აღნიშნავს მართალს, წრფელს, გულღიას.
მოცემულ სიტყვას ხშირად ვიყენებთ კეთილი ადამიანის დასახასიათებლად, ასევე ფრაზა „ შენზე ალალი იყოს“ ხშირად გამოიყენება „შეგერგოს“, „მშვიდობაში მოგახმაროს“ მნიშვნელობით. სახელწოდება გამოხატავს წვენის ხარისხს, ნატურალურობას და ეხმიანება ბრენდის სტრატეგიას განსაკუთრებით მისიის და სტილის ნაწილში (მახოხცლებელი წვენი, გამჭირვალე, მზრუნველი).
შეფუთვის დიზაინში გამოხატულია ბრენდის მთავარი სათქმელი: „ალალი“ ეს არის მაცოცხლებელი წვენი, რადგან იგი მომხმარებლამდე მიდის როგორც ცოცხალი ხილი და ცოცხალი ენერგია, რაც თავის მხრივ სიცოცხლის ხალისს უბრუნებს მომხმარებელს.
შეფუთვის დიზაინში ილუსტრაციისა და ფოტოს სინთეზით, დრამატიზებულია ქართული სოფლის "კეთილშობილ" მიწაზე მოყვანილი ჯანსაღი, ქართული პროდუქტი.
ქართველი პერსონაჟები, ქართული სოფლის გარემო და ატრიბუტები შეფუთვას ქართულობის
აღქმას მატებს და ამავდროულად ახალი შესაძლებლობებით გამოცოცხლებულ სოფლის ცხოვრებას გვაჩვენებს.
ბრენდის ლოგოსთვის დაიწერა საავტორო შრიფტი, რომელიც არის მკაფიო, სახასიათო და
პოზიტიური განწყობის მატარებელი.
რაც შეეხება ბრენდის კონცეფციას, ალალი არის ბრენდი, რომელიც თავისი საქმიანობით სოფლის მეურნეობის განვითარებას ეხმარება და ფერმერებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნით, ახალი სიცოცხლით ავსებს სოფლებს. სოფლის "კეთილშობილ" მიწაზე მოყვანილ ჯანსაღ პროდუქტს აწვდის მომხმარებელს, რითიც უფრო აახლოვებს სოფელს და ქალაქს ერთმანეთთან.
ბრენდის სტილია:
ბრენდის მისიაა:
ღირებულებები:
ხედვა:
ბრენდ მოტო:
ბრენდი თავისი საქმიანობით და ჯანსაღი პროდუქტით ხელს უწყობს მის გარშემო გარემოს და ადამიანების გამოცოცხლებას. გამოცოცხლებაში კი იგულისხმება სიცოცხლის სიხარულის მინიჭება, იმიტომ რომ ცოცხალი ხილის ცივი დაწურვით იღებ მაქსიმალურად შენარჩუნებულ ხილის თვისებებს წვენში.
„სიცოცხლის სიხარული“
მეოჯახეები:
გაახაროს შვილი, ოჯახის წევრი ჯანსაღი პროდუქტით, ცოცხალი ხილით დაწურული წვენი სიცოცხლის სიხარულით ავსებს ოჯახის წევრებს.
მილენიალები:
სიცოცხლის სიხარულით აივსო, როდესაც ჯანსაღი, ცოცხალი ხილისგან დაწურული პროდუქტი მიიღო, ბედნიერი და კმაყოფილია საკუთარი თავით.
ობიექტები:
კარფური, ფრესკოები, გუდვილი, უნივერსამი, აგროჰაბი, მემო, ზღაპარი, ბაია, ექსპრეს ქსელი, იფქლი, ჯიბე, ლიდერფუდი, დეილი.
ონლაინ პლატდორმა:
https://soplidan.ge/?sl=ka
https://vendoo.ge/