ქარ
”წვენი, რომელიც აცოცხლებს”
ალალი წვენი

ჯანსაღი და გემრიელი წვენის დამზადებას რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს: ქართული მიწა, ჯანსაღი კლიმატი, გამოცდილი ფერმერი და საუკეთესო საწარმო პირობები.

ფერმერებმა ყველაზე კარგად იციან როგორი უნდა იყოს ნამდვილი ქართული ხილის გემო, ჩვენ კი ზუსტად ვიცით როგორ შევინარჩუნოთ ეს გემო ალალის წვენში.

ქართული ხილი

წვენის დასაწურად, ჩვენ არ ვარჩევთ უბრალოდ ხილს, ჩვენ ვარჩევთ ყველაზე სანდო ფერმერებს, რომლებსაც ხილი ლაბორატორიულად შემოწმებულ ნიადაგზე მოჰყავთ. მათთან ერთად მუშაობა ნიშნავს, რომ ჩვენი წვენი მზადდება საუკეთესო ქართული ხილისგან.

ნამდვილ ქართულ ხილს ყველანი ერთი შეხედვით ვცნობთ. მისი შესახედაობა შეიძლება არ იყოს საუკეთესო, მაგრამ მისი გემო დაუვიწყარია. სწორედ ამ გემოს თქვენამდე მოტანა არის ჩვენი მიზანი.

ტექნოლოგია

ცოცხალი ხილის გემოს და თვისებების შესანარჩუნებლად ჩვენ ვიყენებთ ინოვაციურ, წვენის ცივად დაწურვის ტექნოლოგიას. სწორედ ამგვარად აქვს თქვენს ჭიქაში ჩამოსხმულ წვენს სოფლის ბაღში მოწყვეტილი ხილის გემო.

წვენი რომელიც აცოცხლებს

ერთი ჭიქა ალალის წვენით ჩვენ ვიღებთ არა მხოლოდ ქართული ხილის მაცოცხლებელ გემოს და თვისებებს, არამედ ვეხმარებით ფერმერებს საყვარელი საქმის კეთებაში, ხელს ვუწყობთ მათ მეურნეობის გაზრდაში და ვაცოცხლებთ ქართულ სოფლებს.

ჩვენი პროდუქტები
მაყვალი
დეტალურად
ატამი
დეტალურად
ვაშლი
დეტალურად
ყურძენი
დეტალურად
თავში დაბრუნება